Category Archives: ლილიტი სახლებში

ლილიტი ნიშნებსა და სახლებში (მოკლე მიმოხილვა)

ლილიტი ოდითგან წყვდიადის დედოფლად აღიქმებოდა ადამიანთა შემეცნებაში იმ ეპოქიდან,როდესაც საზოგადოებრივი იდეოლოგია ქალს მეორე პლანზე ანაცვლებდა. ასტროლოგიაში არსებობს მოსაზრება,რომ ლილიტის დომიცილი(სახლი,სამკვიდრო) მორიელის ნიშანია,ხოლო მისი ეგზალტაცია/კულმინაცია მერწყულის ნიშანში ხდება. რადგან მორიელი(ურანის ეგზალტაცია) და მერწყული(ურანის სამკვიდრო) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის სიმბოლურ ნიშნებს წარმოადგნენ. ლილიტი იყო ადამის პირველი ცოლი. გაკერპებულმა ქალმა კაცთან თანასწორობა განიზრახა და არ დაემორჩილა ადამს,არ აღიარა საკუთარი მეორეხარიხოვნება. ჰოროსკოპის ის წერტილი,სადაც იმყოფება ლილიტი,არის ადგილი,სადაც აუცილებელია ქალის როლის გაზრდა. ლილიტი ხომ მთვარის ორბიტის ის აპოგეაა(წერტილი),სადაც ფემინური საწყისი განერიდება მთვარის ყოველდღიურ საზრუნავსა და ვალდებულებებს. Read More »

ლილიტი – ზოგადი დახასიათება

ასტროლოგიაში შავი მთვარე, იგივე ლილიტი მიანიშნებს ადამიანის მორალურ-ეთიკურ პრობლემებზე, კარმული ასტროლოგიის მიხედვით წინა ცხოვრების არასწორ ქმედებებზე ანგარიშის გასწორებაზე, კარმული ვალების გასტუმრების სფეროებზე, რისთვის ადამიანი „გასამართლდება“, მიანიშნებს იმ ადგილზე, სადაც  ბოროტებისგან  დაცვა სუსტია. ლილიტი ფარულ გავლენას ახდენს მთვარის სფეროებზე და როდესაც ადამიანი იგებს მის არსებობაზე, ფუნქციებზე, მისი გავლენა ხილული  ხდება და მიზანმიმართულად შეიძლება გაექცე ან დაამუშაო.  შავი მთვარე ზოდიაქოს ერთ ნიშანს  გაივლის დაახლოებით 9 თვეში ერთხელ, ხოლო რუკის მიხედვით (სადაც იყო დაბადებისას, ისევ იმ ადგილზე დაბრუნება) უნდება დაახლოებით 8.85 წელი (8 წელი და 310 დღე). ლილიტი წარმოადგენს მდედრობითი სქესის ბოროტ სულს, იუდაისტურ დემონოლოგიაში. ის და მისი სახელი გადმოღებულია ბაბილონური, ან შესაძლოა ... Read More »

Scroll To Top